ირაკლი კობახიძის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გრძელდება. უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ. მათ რიგებშია საქართველოც. მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე გენერალური დებატებისთვის დათმობილ ტრიბუნას დღეს გამოიყენებს. თუმცა ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ აქვთ მოლოდინი, რომ მთავრობის მეთარის გამოსვლა პროდუქციული იქნება ქვეყნის პოლიტიკური სივრცისტვის.