მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს - Palitra News

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს

2026-09-24 10:13:17+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს დაახლოებით 1100 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა 17 ათას ლარამდეა.