რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს - Palitra News

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს

2026-09-24 10:13:50+04:00

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღის დასაწყისიდან კიევში ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით დარტყმების რამდენიმე ტალღა დაფიქსირდა, რამაც დედაქალაქში აფეთქებები და ნგრევა გამოიწვია. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დნე პროვსკის რაიონში, სადაც ნამსხვრევები კერძო სახლის ეზოში ჩავარდა, შენობა ნაწილობრივ განადგურდა და შესაძლოა, ადამიანები ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.