რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს - Palitra News

რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს

2026-09-24 10:14:52+04:00

რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ევროპის ინტერესებში შედის, რათა მისივე სიტყებით „კიევის რეჟიმს ამოსუნთქვისა და სამხედრო არსენალის შევსების საშუალება მიეცეს“.