უკრაინული მედია - რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს - დაიღუპა 7 ადამიანი - Palitra News

უკრაინული მედია - რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს - დაიღუპა 7 ადამიანი

2026-09-24 11:53:17+04:00

რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს, დაიღუპა 7 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სტარაია გნილიცაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყეს, რის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ფერმის თანამშრომლები არიან.

მისი თქმით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.