უკრაინის მხარდაჭერა, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობა, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია - ამ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში მონაწილეობისას ისაუბრა. სამიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლების პარალელურად გაიმართა. ფორუმი უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება.