კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც საერთშორისო ტრიბუნასთან გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრია. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე დამსწრეებს მიმართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ყურადღებას გაამახვილებს ოკუპაციაზე, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სტრატეგიულ პროექტებზე. რა როლს ითამაშებს პრემიერის გაეროს სამიტზე დასწრება საერთშორისო თანამშრომლობის თვალსაზირით?