რატომ ამატებდა "ქართული ოცნება" ასაკრძალი პარტიების სიას ეტაპობრივად პოლიტიკურ გუნდებს?სამ პარტიას ფედერალისტები, მოგვიანებით კი გახარია საქართველოსთვის გუნდი დაემატა. ოპოზიციაში მუდმივად ამბობდნენ, რომ მიზეზი დასავლეთის რეაქციის შიშია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში პარტიების დამატებით ქართული ოცნება დროს ხელოვნურად აჭიანურებს, რადგან იცის, რომ პარტიების აკრძალვისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დანიშნეს, ოპონენტების ნაწილმა ვადის გახარგრძლივება სწორედ ამ პროცესს დაუკავშირა.