პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან. წვრთნები სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება. პრაქტიკული მეცადინეობები საჩხერისა და ჭიათურის საწვრთნელ უბნებზე მიმდინარეობს. მონაწილეები კლდეზე ცოცვის, მდინარის ფორსირების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, მაღალმთიან რელიეფზე გადაადგილების, უნარ-ჩვევებს ეუფლებიან და პრაქტიკაში ახორციელებენ. სამკვირიანი სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ.