ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ზავის მოქმედება გრძელდება. მხარეებს შორის მოქმედი სავაჭრო შეთანხმების ვადა 2027წლის 10იანვრამდე გახანგრძლივდება, რაც ორ ქვეყანას ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მეტ დროს მისცემს. ამ ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირებას უკავშირდება. სი ძინპინის განცხადებით, ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაპირისპირება თანამშრომლობამ უნდა ჩაანაცვლოს.