ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ჩავა მოსკოვში? - რაკეტით! - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ჩავა მოსკოვში? - რაკეტით!

2026-09-24 12:59:11+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს.

სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ რუსი ჟურნალისტები ნიუ-იორკში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეკითხვა დაუსვან, თუ „როდის ჩავა მოსკოვში“.

„რაკეტით“, - პასუხობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი გუშინ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.