მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში საარსებო შემწეობა 139 870 პირს შეუწყდა. საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში, საარსებო შემწეობა 6 546 ადამიანს შეუჩერდა, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი ბაზიდან ჯამში 139 870 ადამიანის ამოიღეს. კერძოდ, 2026 წლის ივლისში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 576 902-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 570 356-ს გაუტოლდა, არადა ჯერ კიდევ იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა.
ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამის მიზეზია ის, რომ ბაზაში დარჩნენ მხოლოდ ის მოქალაქეები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უზღუდავს.//////