Trump Tower Tbilisi კავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც Trump-ის ბრენდის ქვეშ ხორციელდება - Palitra News

Trump Tower Tbilisi კავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც Trump-ის ბრენდის ქვეშ ხორციელდება

2026-09-24 13:57:07+04:00

დეველოპერული კომპანიების - „არქი ჯგუფისა“ და „ინვიას“ პარტნიორობითა და The Trump Organization-თან კოლაბორაციით დაგეგმილმა Trump Tower Tbilisi-მ წარდგენისთანავე მიიპყრო საერთაშორისო მედიისა და ინვესტორების ყურადღება. Trump Tower Tbilisi კავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც Trump-ის ბრენდის ქვეშ ხორციელდება. 62-სართულიანი Trump Tower-ი თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება და მისი სიმაღლე 280 მეტრს მიაღწევს. კონცეფციაზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Gensler-მა იმუშავა.

Trump Tower Tbilisi მასშტაბური პროექტის, Downtown Tbilisi-ს, ნაწილი და მთავარი სიმბოლოა. პროექტი თბილისის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს და მისი ჯამური ინვესტიცია $2 მილიარდს აღემატება. Downtown Tbilisi რეგიონში პირველი პრემიუმ უბანი იქნება, რომელიც ლუქს კლასის საცხოვრებელ სახლებსა და რეზიდენციებს, მაღალი კლასის სასტუმროს, პრემიუმ სავაჭრო და საოფისე სივრცეებს, რესტორნებს, გასართობ ობიექტებსა და ბიზნესცენტრს გააერთიანებს.