ჩანს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც 1 200 000 ადამიანს სიტყვისა და პასუხის ღირსადაც არ თვლის და ამ „კორძის“ ერთ INSTAGRAM პოსტს ეგრევე გამოეხმაურა, ბოდიშებით ლამის - ახლა რაც დადო ევროკავშირის საელჩომ, პირდაპირ წაქეზებაა სიძულვილის ენის, დედის გინების, „მონის“ წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის. ამის წახალისებით არის დაკავებული ევროკავშირის საელჩო და მართლაც სირცხვილია უბრალოდ, რომ ერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ, რომ როგორმე „ნაცები“ მოიყვანონ ხელისუფლებაში, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომელიც ფესტივალ „კამარას“ გადადებას ეხება.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომ ტარდება კონცერტი, სადაც ევროკავშირი ფულს უხდის „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს“ და მისი დაფინანსებით იყო დაკავებული, საზოგადოება პასუხს ელოდებოდა ევროკავშირის ელჩისგან, პაველ ჰერჩინსკიგან, თუმცა ელჩი დუმდა.
„მედია მიმართავდა ევროკავშირს და პაველ ჰერჩინსკი ამაზე დუმდა და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა საქართველოს 1 200 000 მოქალაქე, რომლის მაგინებელსაც ფულს აძლევდა. პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ქართული მედია, თუმცა ქართველი ხალხის მაგინებლის ამ ერთი პოსტს, განცხადებით გამოეხმაურა. ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც 1 200 000 ადამიანს სიტყვისა და პასუხის ღირსადაც არ თვლის, ქართველებს და ამ „კორძის“ ერთ INSTAGRAM პოტს ეგრევე გამოეხმაურა, ბოდიშებით ლამის, რომ გააუქმა ეს შეხვედრა.
გუშინ, ეს ინფორმაცია რომ გავიგე, იმედი მქონდა, რომ ევროკავშირის ელჩმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ ზიზღის და ძალადობის მხარდაჭერა არის მიუღებელი საქართველოში. არ ვიცი, მისთვის პირადად, შეიძლება მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია და საქართველოში უნდა მოიქცეს ისე, როგორც ქართულ კულტურას და საზოგადოებას ეკადრება. მე ამის იმედი მქონდა, თუმცა ამ განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ვერაფერსაც ვერ მიმხვდარა. ამდენი წელია საქართველოშია და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს არის დაცინვა. ის, რომ „ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ქართულ კულტურის მემკვიდრეობას უფრთხილდებიან“ - ანუ პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის საჯაროდ დედის გინება არის ქართული კულტურული მემკვიდრეობა. გვეუბნება, რომ „მონის“ წოდება ან „ფაშიზმი“ არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. პაველ ჰერჩინსკის თუ ჩვენ, ქართველები ფაშისტები ვგონივართ და ჰგონია, რომ საქართველოში დედის გინება საჯაროდ „მოსულა“, არ ვიცი, მაშინ, მართლა ვერაფერი გაუგია ამ ადამიანს. თუ მისი სტანდარტია, რომ დედის გინება არის გამოხატვის თავისუფლება, მივიღებთ მხედველობაში, რომ თურმე დედის გინება ყოფილა ევროპული სტანდარტი. მართლა სამარცხვინოა, რომ საქართველოში ძალადობის ერთი დაგმობა არ მოგვისმენია საქართველოში. 4 ოქტომბერს თავს დაესხნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას და ერთი სიტყვა არ დაძვრა ამასთან დაკავშირებით და ამის ნაცვლად ესარჩლება ადამიანს,რომელიც დედას აგინებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მართლა სირცხვილია, მე გონი და ამაზე ქვემოთ დაშვება. არ ვიცი, რომელიმე ელჩმა შეიძლება კიდევ იკადროს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლება უწოდოს ადამიანების საჯაროდ დედის გინებას. ახლა მაინც ხომ ხვდებით, სინამდვილეში, ვინ არის სიძულვილის წამქეზებელი საქართველოში? განცხადება ახლა რაც დადო ევროკავშირის საელჩომ, პირდაპირ წაქეზებაა სიძულვილის ენის, დედის გინების. მონის, ფაშიზმის, რადიკალიზმის წოდების. ამის წახალისებით არის დაკავებული ევროკავშირის საელჩო და მართლაც სირცხვილია უბრალოდ, რომ ერთი რაღაც პოლიტიკური მიზანი აქვთ ვიწრო, რომ როგორმე „ნაცები“ მოიყვანონ ხელისუფლებაში“, - აცხადებს პაპუაშვილი.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის ქცევით იმედგაცრუებულია.
„იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ამ ქცევის გამო, რომელმაც ქართველ ხალხს გვაჩვენა, თუ როგორ განგვიხილავს, რომ დედის გინება, „მონის“ დაძახება, ფაშიზმი და გინება ყოფილა ქართული კულტურა. ეს გაიგო ამ ადამიანმა საქართველოსგან? მერე გამოდის და დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს. ვის, რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს“, - აცხადებს პაპუაშვილი.