პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა - რა მოლოდინებია საქართველოში - Palitra News

პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა - რა მოლოდინებია საქართველოში

2026-09-24 15:58:40+04:00

დიპლომატია, შერიგება, ოკუპაცია - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა. ვიდრე ირაკლი კობახიძე გაეროს ტრიბუნას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს, იქამდე, 81-ე სესიაში, ქართული მხარის მონაწილეობასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ.