პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესი ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტას შეადარა. შალვა პაპუაშვილის თქმით, არჩევნები ოპოზიციისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა, რის გამოც ქუჩის მორიგი პოლიტიკური პროცესი დაიწყო, რომელსაც პაპუაშვილის თქმით, მოგვიანებით მარკეტინგულად „უწყვეტი პროტესტი“ უწოდეს. ხელისუფლების ლეგიტიმაციის არცნობა, ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქართულმა ოცნებამ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნა დააყენა.