1 ოქტომბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები რიყის პარკში საპროტესტო აქციას აანონსებენ. აქცია მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წლის თავს ეძღვნება. პარტიის წევრების განცხადებით, უკვე ხუთი წელია, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უსამართლოდ არის დაკავებული. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას, რომ უსამართლობას არ შეეგუონ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები 1 ოქტომბერს მოქალაქეებს რიყის დოქებთან 19:00 საათზე ელოდებიან.