თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრას მართავენ - Palitra News

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრას მართავენ

2026-09-24 16:30:53+04:00

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრას მართავენ.

შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დღეს განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება. მათივე ცნობით, ზაფხულიდან სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.