რუსეთის დარტყმების გამო პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოახდინა.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ბულგარელ კოლეგა, რუმენ რადევთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რუსეთი კვლავ თავს დაესხა უკრაინა პოლონეთის საზღვარის მახლობლად, და ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოვახდინეთ”, - განაცხადა ტუსკმა.
არსებული ინფორმაციით, ჰრუბიეჟუვისა და დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ნახევარი საათით იყო დახურული.
24 სექტემბერს დილით სამთავრობო უსაფრთხოების ცენტრმა პოლონეთის პოდკარპატიისა და ლუბლინის რეგიონების მაცხოვრებლებს უკრაინაზე რუსული თავდასხმის შესახებ ორი შეტყობინება გაუგზავნა. პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციაც მოქმედებდა.
“ეს ჩვენი დროის ტრაგედიაა, ვინაიდან პირველად არ ხდება, როდესაც აქ, ვარშავაში, ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორს ვესაუბრები და განვიხილავ რუსეთის აგრესიულ ქცევას და პრობლემებს, რომლებსაც ის პოლონეთისთვის წარმოადგენს, რუსები სწორედ ამ მომენტში იწყებენ ამის დადასტურებას. მაშინ, როდესაც ჩველ უბრალოდ ვსაუბრობთ, უკრაინას კიდევ ერთხელ თავს დაესხნენ პოლონეთის საზღვართან მახლობლად, და კიდევ ერთხელ მოგვიწია ჰრუბიეჟუვსა და დოროჰუსკში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ევაკუაცია”, - განაცხადა ტუსკმა.