20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმის გამო დაწყებული შიმშილობა და პროტესტი მამამისმა, გაიოზ ჩარკვიანმა შეწყვიტა. გადაწყვეტილება მან გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მისივე ინფორმაციით, ამ საქმეზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და არსებული მასალები ხელახლა განიხილება. ჩარკვიანი ჯგუფს საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება და საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. პროკურატურის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 2021 წელს დაიწყო და სისხლის სამართლებრივი დევნა 3 პირს შეეხო.