საქართველომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე შეფასებით, საქართველოსთვის, რომელსაც ოკუპაციის გამოცდილება აქვს, უკრაინის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.