შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს „ფუნდამენტალისტურ სექტას“ ადარებს - Palitra News

შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს „ფუნდამენტალისტურ სექტას“ ადარებს

2026-09-24 20:32:15+04:00

შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტი ფუნდამენტ ალისტურ სექტას შეადარა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აქციები ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების მიუღებლობის შემდეგ დაიწყო და მოგვიანებით უწყვეტი პროტესტის ფორმა მიიღო. პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიუღებლობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მმართველმა გუნდმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი დააყენა.