შალვა პაპუაშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში კონფრონტაციას მიუღებელ გზად მიიჩნევს და გამოსავლად დიალოგს განიხილავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ლუქსემბურგში ვიზიტისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ევროკავშირმა საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს. პაპუაშვილის შეფასებით, ლუქსემბურგის ხელისუფლებისა და პარლამენტის პოზიცია საქართველოს ხედვებს ემთხვევა. ამასთან, ლუქსემბურგში ორ კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართება. შალვა