როგორ აფასებენ პრემიერის გაეროში ვიზიტს პოლიტიკოსები - Palitra News

როგორ აფასებენ პრემიერის გაეროში ვიზიტს პოლიტიკოსები

2026-09-25 09:32:52+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს ტრიბუნაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს, რადგან მათივე განცხადებით, ეს შესაძლებლობა გაეროს წევრ კიდევ 192 ქვეყანას ეძლევა. ოპოზიციის თქმით, ვიზიტის უშედეგობაზე ის ფაქტიც მეტყველებს რომ ქართულმა დელეგაციამ ვერცერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან პირისპირ შეხვედრა ვერ გამართა. მმართველი გუნდის განცხადებით კი ირაკლი კობახიძემ გაეროში ვიზიტი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად გამოიყენა.