საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული ტურნეს შედეგებს აჯამებს - Palitra News

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული ტურნეს შედეგებს აჯამებს

2026-09-25 09:40:49+04:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული ტურნეს შედეგებს აჯამებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბელგიასა და ლუქსემბურგში გამართული შეხვედრები ქართულმა მხარემ იმის ასახსნელად გამოიყენა, რატომაა ბრიუსელის მიერ საქართველოსთვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო. პარლამენტის პირველი სპიკერი ამბობს რომ დადგა მომენტი, ევროკავშირმა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას. მისივე განცხადებით, შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს ურთიერთობის გამოსწორების სწორი გზა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ პაპუაშვილის მიერ ევროპაში გამართული შეხვედრები საერთო სურათს ვერ შეცვლის, რადგან მათი მტკიცებით, დასავლური სამყარო საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ უკვე დიდი ხანია შეთანხმდა. შეგახსენებთ რომ ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოზე იმსჯელებენ - ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა ლუქსემბურგში გასამართი საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგი რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.