არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის გამოცხადებული სოლიდარობა გულწრფელი - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის გამოცხადებული სოლიდარობა გულწრფელი - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-09-25 09:43:25+04:00

არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის გამოცხადებული სოლიდარობა გულწრფელი - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ "ქართული ოცნება' ომში მყოფ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მოჩვენებითად უჭერს მხარს, ამავედროს კი ქვეყნის შიგნით ანტიუკრაინულ განწყობებს აძლიერებს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გამოხატულება არა ზედაპირული განცხადებების კეთება, არამედ საქართველოში რუსული გავლენების აღკვეთა იქნებოდა. შეგახსენებთ რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში მიიღო მონაწილეობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ უკრაინაში რუსული ომის დაწყებიდან პირველი დღეს, საქართველო მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით დადგა, რაც საერთაშორისო რეზოლუციების მხარდაჭერასა და უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვაში გამოიხატა.