გლდანის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვნენ. პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გადასცა. გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს მათი მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და პროფესიული საქმიანობის წახალისებას. მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქუთაისში ჩატარდება.