ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მისი მთავრობა მზადაა, აშშ-თან ომის დასასრულების შესახებ შეთანხმებას ნოემბერში, აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე მიაღწიოს.
„არ გვსურს ეს შუალედურ არჩევნებამდე მივიდეს. გვსურს, ამერიკელები შუალედურ არჩევნებამდე დაუბრუნდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმს“, - აღნიშნამასუდ პეზეშკიანმა მედიასაშუალებებთან გამართულ ხანმოკლე შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
საუბარია აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ დოკუმენტზე, რომელიც დროებითი ზავის გეგმას ითვალისწინებდა. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც ივნისში გაფორმდა, საბოლოოდ ჩაიშალა.
ირანის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ NBC News-ს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უზრუნველყოფს, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
„ირანის რეჟიმმა ათასობით საკუთარი მოქალაქე მოკლა, დახოცა ამერიკელები საზღვარგარეთ, განახორციელა ტერორისტული აქტები ჰორმუზის სრუტეში და განურჩეველი თავდასხმები მოაწყო რეგიონში, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. პრეზიდენტი მამაცურად უზრუნველყოფს, რომ ასეთ ბოროტ ქვეყანას არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რაც მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და სტაბილურს გახდის“,- აღნიშნა კელიმ.