საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის თქმით, ვიზიტის უშედეგობაზე ის ფაქტი მეტყველებს რომ ქართულმა დელეგაციამ ვერცერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან პირისპირ შეხვედრა ვერ გამართა. მმართველი გუნდის განცხადებით კი ირაკლი კობახიძემ გაეროში ვიზიტი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად გამოიყენა.