ვინ დგას რუსთაველის გამზირის საპროტესტო აქციაზე თითქმის 700 დღეა - ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა. შალვა პაპუაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა რომ პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად გარდაიქმნა, რომელიც საბოლოოდ აგრესიულ სექტად ჩამოყალიბდა. ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტის თავმჯდომარეს ქუჩაში მდგარი მოქალაქეების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში სდებს ბრალს.