ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა - Palitra News

ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა

2026-09-25 13:00:28+04:00

ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა. შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერებმა სავაჭრო ურთიერთობები, ხელოვნური ინტელექტი, ტაივანის საკითხი და საერთაშორისო უსაფრთხოება განიხილეს. მხარეებმა მოქმედი სავაჭრო ზავი 2027 წლის 10 იანვრამდე გაახანგრძლივეს, რაც ქვეყნებს მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში სახელმწიფო ვახშამი გაიმართა. ტრამპმა სი ძინპინს ამერიკის ეროვნული სიმბოლო, თეთრთავა არწივის ქანდაკება გადასცა. ვიზიტის ფარგლებში ლიდერებმა ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.