რუსული მხარის ცნობით, ვორონეჟის ოლქში 88 დრონი ჩამოაგდეს, სადაც 4 ადამიანი დაშავდა - Palitra News

რუსული მხარის ცნობით, ვორონეჟის ოლქში 88 დრონი ჩამოაგდეს, სადაც 4 ადამიანი დაშავდა

2026-09-25 13:02:46+04:00

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინულმა მხარემ რუსეთის რამდენიმე რეგიონის მიმართულებით დრონებით მასშტაბური იერიში განახორციელა. რუსული მხარის ცნობით, ვორონეჟის ოლქში 88 დრონი ჩამოაგდეს, სადაც 4 ადამიანი დაშავდა, ულიანოვსკში იერიშს კი 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 1 ბავშვია, ხოლო, პერმში სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა მოიგერიეს.

სამხედრო ესკალაციის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება. მან ტრიბუნიდან მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინის თავდაცვა გააძლიერონ და მხარი დაუჭირონ ქვეყანას მშვიდობის მიღწევაში.