ხანგძლივი მშვიდობა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ქვეყნის როლი შუა დერეფანში და მზაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა - კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმა გაეროს ასამბლეაზე - Palitra News

ხანგძლივი მშვიდობა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ქვეყნის როლი შუა დერეფანში და მზაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა - კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმა გაეროს ასამბლეაზე

2026-09-25 15:05:37+04:00

ხანგძლივი მშვიდობა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ქვეყნის როლი შუა დერეფანში და მზაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა დიალოგის და არა ზეწოლის გზით დამყარდეს - ეს გაეროში ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტებია. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე იმუშაონ. ოპოზიცია კობახიძის გამოსლას აკრიტიკებს და ამბობს, რომ პრემიერმა დღის წესრიგიდან საერთოდ გააქრო ანექსიისა და ევროინტეგრაციის საკითხები.