პარლამენტის თავმჯოდმარე ქართული ოცნების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეებს ფსევდორელიგიურ სექტად მოიხსენებს. ამბობს, რომ საპარლამენრო არჩევნებში მათთვის არასასრუველი შედეგის ფონზე პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი აგრესიულ თემად იქცა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნება ცდილობს შექმნას ნარატივი თითქოს უკმაყოფილო მხოლოდ რუსთაველზე მდგომი ხალხია და ამით საზოგადოების საერთო უკმაყოფილება მიჩქმალოს. ოპონენტები არ გამორიცხავენ პროტესტის ასაკრძალად ხელისუფლერბამ სამართლებრივ გზებს მიმართოს.