„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს კიდევ 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შპს „ჯი-თი გრუპისა“ და შპს „თეგეტას“ მიერ მუნიციპალიტეტისთვის მოწოდებულია 23 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 60 ერთეული ახალი სპეციალიზებული ტექნიკა. დამატებით შესყიდული შვიდი ერთეული ტექნიკიდან დედაქალაქში უკვე შემოსულია „საგმოტოს“ მარკის ორი სპეციალიზებული ტექნიკა, ხოლო დარჩენილი, „ფორდის“ მარკის ხუთი ერთეული სპეცტექნიკა თბილისში 2027 წელს შემოვა. აღნიშნული შესყიდვის ღირებულება სამი მლნ ლარია.