რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგები ცნობილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, „ერთიანმა რუსეთმა“ 349 მანდატი მოიპოვა. აქედან 140 მანდატი პარტიამ ფედერალური სიით, 209 კი ერთმანდატიან ოლქებში მიიღო. პამფილოვას ინფორმაციით, ახალ მოწვევის სახელმწიფო დუმაში უკრაინის წინააღმდეგ ომის 46 მონაწილე და ვეტერანიც იქნება.