გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბენიამინ ნეტანიაჰუს გამოსვლას ნიუ-იორკის ქუჩებში საპროტესტო აქციები მოჰყვა - Palitra News

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბენიამინ ნეტანიაჰუს გამოსვლას ნიუ-იორკის ქუჩებში საპროტესტო აქციები მოჰყვა

2026-09-25 15:17:33+04:00

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბენიამინ ნეტანიაჰუს გამოსვლას ნიუ-იორკის ქუჩებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტებმა გაეროს შტაბ-ბინის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს და ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა გააპროტესტეს.აქციის მონაწილეები ღაზაში ომის დასრულებას და ისრაელისთვის ამერიკის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვენ. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. აქცია დაახლოებით 200-მა ადამიანმა გამართა. პოლიციამ სულ მცირე 30 დემონსტრანტი დააკავა.