მოსკოვის მოთხოვნა თბილისს - თავდაუსხმელობის იურიდიული გარანტიები და საზღვრების დელიმიტაცია - Palitra News

მოსკოვის მოთხოვნა თბილისს - თავდაუსხმელობის იურიდიული გარანტიები და საზღვრების დელიმიტაცია

2026-09-25 20:48:22+04:00

რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოსგან თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს ითხოვენ. საკითხი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. ე.წ. მხარეები უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობენ. მოთხოვნებს შორის საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაციაც სახელდება.