საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრების სიაში შეყვანას გეგმავს - Palitra News

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრების სიაში შეყვანას გეგმავს

2026-09-25 20:50:06+04:00

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრების სიაში შეყვანას გეგმავს. ორგანიზაციამ ყოფილი პრეზიდენტის რამდენიმე საქმე შეისწავლა და მიიჩნია, რომ „პიჯაკების საქმეზე“ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, მიმდინარე სამართალწარმოება კი პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაციის შეფასებით, სააკაშვილი PACE-ის შესაბამისი რეზოლუციით განსაზღვრულ ხუთ კრიტერიუმიდან ოთხს აკმაყოფილებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე ექვსი საქმიდან ოთხზე უკვე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, საბოლოო სასჯელი კი 12 წლითა და 6 თვით განისაზღვრება.