შალვა პაპუაშვილი საპროტესტო აქციების მონაწილეებს ფსევდორელიგიურ სექტად მოიხსენიებს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგის შემდეგ პოლიტიკური პროტესტის მონაწილეთა ნაწილი აგრესიულ ჯგუფად ჩამოყალიბდა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას წარმოდგენა, თითქოს უკმაყოფილება მხოლოდ რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს აქვთ. ოპოზიცია არც აქციების შეზღუდვის მიზნით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას გამორიცხავს.