ირაკლი კობახიძე გაეროში: "ხანგრძლივი მშვიდობა დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს" - ოპოზიცია გამოსვლას აკრიტიკებს - Palitra News

ირაკლი კობახიძე გაეროში: "ხანგრძლივი მშვიდობა დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს" - ოპოზიცია გამოსვლას აკრიტიკებს

2026-09-25 20:53:35+04:00

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ დებატებზე ხანგრძლივ მშვიდობაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნაც დაადასტურა. მისი თქმით, ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და სუვერენულ თანასწორობას უნდა ეფუძნებოდეს და დიალოგის გზით განვითარდეს. პრემიერის გამოსვლას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ოპონენტები აცხადებენ, რომ კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ანექსიისა და ევროინტეგრაციის საკითხები დღის წესრიგიდან ამოიღო.