თბილისის ბაღებიდან აღებულ 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა - სააგენტო მონიტორინგს აგრძელებს - Palitra News

თბილისის ბაღებიდან აღებულ 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა - სააგენტო მონიტორინგს აგრძელებს

2026-09-25 20:55:09+04:00

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებიდან აღებული სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. შემოწმდა ხილი და ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ხორცი, ხორცპროდუქტები და მარცვლეული. ლაბორატორიული კვლევა მძიმე მეტალებზე, ნიტრატებზე, მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და პათოგენებზე ჩატარდა. პარალელურად, სააგენტო ბაღებში მონიტორინგს აგრძელებს. ნოროვირუსთან დაკავშირებული შემთხვევების გამო 70-მდე ობიექტი უკვე შემოწმდა და 694 ნიმუში აიღეს. კვლევის საბოლოო შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.