თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო სასწავლო პროცესი შეფერხებულია. მოსწავლეების ნაწილი დროებით სხვა სკოლებში გადაიყვანეს, ნაწილი კი სწავლას გვიან ცვლაში ან დისტანციურად აგრძელებს. მშობლებისა და განათლების ექსპერტების შეფასებით, შექმნილი პირობები ბავშვების სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. მათი მთავარი მოთხოვნაა, სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები დროულად მოგვარდეს და მოსწავლეებს სრულფასოვანი სასწავლო გარემო შეუქმნან.