„ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირს ბრალი წარედგინა - Palitra News

„ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირს ბრალი წარედგინა

2026-09-25 20:58:56+04:00

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით ორ პირს ბრალი წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე ორგანიზაციაში გაერთიანდა და მისი ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადო. გამოძიების თანახმად, ისინი ტერორისტული საქმიანობის დასახმარებლად ნებისმიერი დავალების შესრულებისთვის იყვნენ მზად. ბრალდებულებს შესაძლოა 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროთ.