„ლელო - ძლიერი საქართველო“ მოქალაქეებისთვის გამოწერილ საავტომობილო ჯარიმებს აკრიტიკებს. პარტიის წევრის, ლევან სამუშაიას შეფასებით, პარკირების, ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობისას გამოწერილი ჯარიმები მოქალაქეებზე დამატებით წნეხს ქმნის. მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მაშინ ჩანს, როდესაც პარკირების ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კი რთულდება.