საქართველოს თავდაცვის ძალები 25 სექტემბერს სამხედრო მოძღვრის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ახალი მთავარი სამხედრო მოძღვარი კაპელანებს შეხვდა. ღონისძიებაზე კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერებასა და საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მონაწილეებს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილიც გააცნეს. ყოფილ მთავარ კაპელანს, დეკანოზ დავით ლონდარიძეს, სამხედრო კაპელანის მსახურებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში კაპელანებისთვის ლექცია-სემინარიც გაიმართა.