ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ხელახლა ჩატარდება - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გაიოზ ჩარკვიანის ინფორმაციით, შეიქმნა პროკურორთა ჯგუფი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ საქმეს თავიდან შეისწავლის. პარალელურად, ოჯახის ინტერესებს ადვოკატთა ჯგუფი დაიცავს და შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენს. ჩარკვიანს ობიექტური გამოძიების მოლოდინი აქვს. 20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი მის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.