რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონით სოლომიანსკის რაიონში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.
კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ასევე, რუსების იერიშის შემდეგ უკრაინის დედაქალაქის სოლომიანსკის რაიონში მდებარე საოფისე შენობაში ხანძარი გაჩნდა.
რუსული ძალების თავდასხმამდე კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა.