უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა სთხოვა - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა სთხოვა

2026-09-26 11:49:09+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა სთხოვა, - ამის შესახებ კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა განაცხადა.

„ეს მცდარი ინფორმაციაა“, - განუცხადა ლიტვინმა ადგილობრივ მედიას.

შეგახსენებთ, გამოცემა Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა სთხოვა, რათა ომის დასრულებაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ დონალდ ტრამპის წინადადება უარყო.