ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება - Palitra News

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება

2026-09-26 11:50:07+04:00

რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა: ჩვენ ევროპასთან რაიმე სახის საბრძოლო მოქმედებებისთვის არ ვემზადებით. ჩვენ მსგავსი გეგმები და საფუძველი არ გვაქვს, ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ევროპასთან ვითარების ესკალაციისთვის რეალური მოტივი არ არსებობს“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთმა იცის, რომ „ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა“.

„ვიცით, რომ იქ რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა. თუმცა, უკვე ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამას და მიდგომაც შევიმუშავეთ. ჩვენ ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვრეაგირებთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.